ძველი მანქანების სანაცვლოდ სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაცია ახალს შეიძენს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ ელექტრონული ტენდერი 115 600 ლარად ავტომანქანის შეძენაზე გამოაცხადა, რომელის შესახებ წინადადებების წარდგენა 9 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დასრულდება.

აღსანიშნავია ის, რომ ახალი ავტომობილის შესყიდვა მოხდება მეორადი სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლების გზით. სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც საჯაროდ არის განთავსებული, თან ახლავს ჩასანაცვლებელი 16 ავტომობილის ფოტომასალაც.

„მანქანები, რომლითაც ხდება ჩანაცვლება, გამოუსადეგარია, წლებია აყენია. სწორედ ამ მანქანებით ხდება ჩანაცვლება ახლის, რომელზეც გამოცხადებულია ტენდერი. ამ ეტაპზე გვყავს ხუთი ავტომანქანა, რომელიც მწყობრშია და გამოსადეგია. ეს ავტომობილები ემსახურება გუბერნატორის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს. გუბერნატორს თავისი მანქანა არ ჰქონია. მას ემსახურებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მანქანა, რომელიც ნათხოვარი იყო. ამ მანქანას გავლილი აქვს დაახლოებით 400 ათასზე მეტი. აქედან გამომდინარე გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ ძველი მანქანების სანაცვლოდ განეახლებინა ავტოპარკი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იხარჯება, უბრალოდ ხდება ჩანაცვლება“

სხვა ახალი ამბები: