ძველი მეთოდები ახლებურად – “ენმ”-ს წევრი თანასოფლელს მაჟორიტარად კენჭისყრას უკრძალავს

0

ენმ-ს ყოფილი გამგებლობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბესიკ გაბუნია კონკურენტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს საკუთარ სოფელში ღიად უპირისპირდება. გაბუნია “ევროპული საქართველოს” წევრს საკუთარ სახლში მიუვარდა და დაშინება მხოლოდ იმიტომ სცადა, რომ ეს უკანასკნელი კკენჭისყრას მაჟორიტარ დეპუტატად სწორედ “გაბუნიას ზონაში” აპირებდა, სადაც ის ენმ-ს შტაბს ხელმძღვანელობს.

აღნიშნული ინფორმაცია SMO NEWS-ისთვის დღეს გახდა ცნობილი, რომელიც დადასტურდა. ორსანტიის მკვიდრს, 23 წლის რომან საჯაიას გამგებლობის ყოფილი კანდიდატი სახლში მართლაც მიადგა მუქარებით და ე.წ “მოღალატეებთან”დგომაც კი აუკრძალა.

მოგვიანებით ამავე ფაქტზე პირველი პოსტი სოციალურ ქსელშიც გამოჩნდა. ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი წევრი ბათლომე შელია წერს:

“ენმ-ს ყოფილი გამგებლობის კანდიდატი საკუთარ თანასოფლელ ახალგაზრდას სახლში რომ უვარდება მუქარის ტონით: “მოღალატეებთან როგორ დგები, სოფელში განახებ რას გიზამ, ერთ ხმას არ წაგაღებინებო”, ამის შეფასება გააკეთონ ენმ-ს ლიდერებმა…ახალგაზრდა კადრები მოდიან “ევროპულ საქართველოში” და გაბუნიასთანა ძალით გაპოლიტიკოსებულები ხელის შეშლას რომ ცდილობენ ეს არის სამარცხვინო და პარტიაში დარჩენილების რეალური სახე და პერსპექტივა…”-წერს ბათლომე შელია და იქვე დასძენს:

“ამდვილად არ მინდოდა ენმ-ზე ასეთი ტონით დამეწერა ამ წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ ასეთი სიბინძურის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება…რომან საჯაია, 23 წლის პერპექტიული ახალგაზრდა ხარ შენ და ვწუხვარ, რომ ასეთი არაკაცობის მაგალითს იძლევიან ისინი, ვისგანაც ველოდით, რომ ღირსეული ბრძოლის მაგალითს მოგცემდნენ…”-წერს სოციალურ ქსელში საკრებულოს დეპუტატი.

SMO NEWS ბათლომე შელიას დაუკავშირდა, თუმცა საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა. შელიამ განაცხადა, რომ კომენტარები მოგვიანებით გაკეთდება.

როგორც იტყვიან “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ისევ ძველ მეთოდებს მიმართავს, წინასაარჩევნოდ კონკურენტებს შანტაჟისა და მიქარის ენით ელაპარაკება.

SMO NEWS დეტალებს არკვევს. უახლეს ინფორმაციას ხვალ შემოგთავაზებთ.

სხვა ახალი ამბები: