ედიშერ თოლორაია – 26 მაისი განსაკუთრებული დღეა საქართველოსა და ქართველი ხალხის ისტორიაში

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ზუგდიდისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. დეპუტატი მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქვენებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“26 მაისი განსაკუთრებული დღეა საქართველოსა და ქართველი ხალხის ისტორიაში. 99 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, აღსრულდა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მინდა დიდი პატივით გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირები.

აღსანიშნავია, რომ ამ დიდებულ დღეს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. ყველა ქართველისთვის მერაბ კოსტავად დაბადების დღე არის განსაკუთრებული თარიღი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გაბრწყინებულ, ერთიან და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს”-ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას მიერ გავცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: