ედიშერ თოლორაია – ჩვენ მეორე ტურში დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ

0

“ერთადერთი მიზეზით გადავწყვიტე კენჭი მეყარა. ჩემი რაიონისთვის იმაზე მეტი გავაკეთო რაც აქამდე გაგვიკეთებია და გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ჩანს და არ გვირეკლამებია წინა ხელისუფლების მსგავსად”-აცხადებს ახალი ამბების სააგენტო smo news-სთვის მიცემულ ინტერვიუში “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია.

თოლორაიას განცხადებით არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდი და მისი პერსონა ზუგდიდში უპირატეს შედეგებს აჩვენებს. ედიშერ თოლორაია გამარჯვების შემდეგ ხალხის სამსახურში ყოფნას და იმ პროექტების გაგრძელებას გეგმავს, რომელიც მისი გამგებლობის პერიოდში დაიწყო მუნიციპალიტეტში.

“ჩემი პროგრამა მინიმუმია გავაგრძელოთ ის დიდი პროექტები, რაც ზუგდიდში წინა ოთხი წლის განმავლობაში განვახორციელეთ. ეს იქნება ინფრასტრუქტურული თუ სხვა რამ. მთავარია ხალხმა იგრძნოს შვება და ჩვენც, კონკრეტულად მათ მიერ არჩეული მაჟორიტარები დავდგეთ ხალხის გვერდით.

ჩემი დამოკიდებულება არჩევნების მეორე ტურთან არის ჩვეულებრივი და ისეთივე, როგორიც იყო პირველ ტურამდე. ჩვენ მეორე ტურში დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ”-აცხადებს თოლორაია და იქვე დასძენს: – “ზუგდიდი ჩემთვის ყველაფერია. ზუგდიდი ჩემია!”

 

სხვა ახალი ამბები: