ედიშერ თოლორაია: “ჩვენთვის უმთავრესი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და ნორმალური პირობების შექმნაა”

0

ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობის გრანდიოზულ პროექტს,ჭაქვინჯის გზის მშენებლობას საფუძველი დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ჩაუყარა. ჭაქვინჯში რკინა-ბეტონის საფარის მქონე 10 კილომეტრის სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა დაიგება. ბეტონის სისქე კი 16 სანტიმეტრი იქნება.

გზა 30 წელია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის. გზის სამშენებლო სამუშაოები 7 თვეში დასრულდება.

“ჭაქვინჯის გზის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ჭაქვინჯის, ყულიშკარისა და ნარაზენის მოსახლეობას, ამ გზის მშენებლობით უმთავრეს პრობლემას მოვუხსნით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ჩვენთვის უმთავრესი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და მათთვის ნორმალური პირობების შექმნაა”- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.

გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოება ზუგდიდელის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მინისტრთა საბჭოს ყოფილი წევრი და ყოფილი გუბერნატორი სოფელ ჯაქვინჯის მკვიდრი ბონდო ჯიქია ესწრებოდა.

გზის სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შ.პ.ს ,,პრაიმ ბეტონი’’ აწარმოებს.

სხვა ახალი ამბები: