ედიშერ თოლორაია ლუგელას ხეობაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ლუგელას ხეობაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. გამგებლის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ.

“მინდა მწუხარება გამოვთქვა ლუგელას ხეობაში მოხდარი ტრაგედიის გამო, სამწუხაროდ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მწუხარებას გამოვთქვამ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. ასევე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მოქალაქეებს, რომლებიც ც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდნენ”-ნათქვამია ედიშერ თოლორაიას მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

სხვა ახალი ამბები: