ედიშერ თოლორაია – “ქართული ოცნება” უნიათოა ადამიანების ჩაგვრაში, დახვრეტაში, დარბევაში…

0

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ედიშერ თოლორაია ღიად აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტია. მისი განცხადებით, საქართველოს არჩევანი დასავლურ სამყაროში დაბრუნება და ინტეგრირებაა.

“რუსეთი ოკუპანტია! საქართველოს არჩევანი დასავლურ სამყაროში დაბრუნება და ინტეგრირებაა. ამიტომ, უფრო გლობალურად ვამბობ და ერთი თუნდაც კონკრეტული, უდიდესი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაში ინტეგრირებით არ შემოვიფარგლები”-აცხადებს ედიშერ თოლორაია გაზეთ “ქართული სიტყვისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მართლაც უნიათოა, რადგან  წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ბევრი რამ არ ეხერხება.

”ქართული ოცნება” უნიათოა ადამიანების ჩაგვრაში დახვრეტაში, დარბევაში, საძინებელში კამერების დამონტაჟებასა და უამრავ, სხვა უგვანო ქცევაში. ეს ნამდვილად არ გამოგვდის!”-აცხადებს თოლორაია.