ედიშერ თოლორაია – “ქართული ოცნება” მალე იზეიმებს სამეგრელოში საბოლოო გამარჯვებას”

0

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია სამეგრელოში ჩატარებული არჩევნების მოკლე შეფასებას აკეთებს და მეორე ტურის მოლოდინებზე საუბრობს. თოლორაიას განცხადებით, სამეგრელოში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ასევე იქნება მეორე ტურშიც. მმართველი გუნდის კანდიდატი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” უპირობო გამარჯვებას იზეიმებს მეორე ტურშიც და საბოლოოდ დაამარცხებს “ნაციონალურ მოძრაობას”

“მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” დიდი მცდელობისა, რომ არჩევნები სამეგრელოში ჩატარებულიყო დიდი ალიაქოთის ქვეშ, მათდა სამწუხაროდ არ გამართლდა. როგორც იტყვიან მათ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”. ის რომ სააკაშვილის მეუღლე, ქალბატონი სანდრა რულოვსი მეორე ტურშიც მოხვდა, გასაკვირი და დასანანია, თუმცა მეორე ტურშივე ყველაფერი წესრიგში იქნება და ზუგდიდი თავის საბოლოო სიტყვას იტყვის.

არჩევნების პირველი ტური ზუგდიდში ჩატარდა ძალიან კარგად თუ არ ჩავთვლით ზოგოერთ უბანზე დაფიქსირებულ არასსასურველ მომენტებს, თუმცა ამასაც საკადრისი პასუხი გაეცა სამართალდამცავების მხრიდან. დამნაშავეებმა აგეს პასუხი. სხვა მხრივ არჩევნები ზუგდიდში იყო აბსოლიტურად კიანონზომიერი და დემოკრატიული. რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენი მოლოდინი რათქმაუნდა არც შეცვლილა. ჩვენ ზუგდიდში მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას და “ქართული ოცნება” მალე იზეიმებს სამეგრელოში საბოლოო გამარჯვებას”-აცხადებს “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: