ედიშერ თოლორაია – “ქრისტე აღდგა – ჭეშმარიტად აღდგა! უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი”

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ედიშერ თოლორაიამ მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სრულიად ქრისტიანულ სამყაროს, ვულოცავ აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს. როგორც უფალმა დაამარცხა სიკვდილი სიცოცხლით, დათრგუნა ბოროტი კეთილით, გისურვებთ ბოროტების დაძლევას და სიკეთის ზეიმს. უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიხარულს…
ღმერთმა გააერათიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო და გაამთლიანოს ქართველი ერი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა – ჭეშმარიტად აღდგა!”-ნათქვამია ედიშერ თოლორაიას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

სხვა ახალი ამბები: