ედიშერ თოლორაია სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობას შეხვდა

0

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ გუშინ, წინასაარჩევნო შეხვედრები სოფელ ჭაქვინჯში ადგილობრივ მოსახლეობასთნ გასაუბრებით დაასრულა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მისი გამგებლობის პერიოდში განხორცილებულ პროექტებზე სოფელ ჭაქვინჯში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში საფუძველი ჩაეყარა გრანდიოზულ პროექტს, ჭაქვინჯის გზის მშენებლობას, რომელიც წარმატებით განხორციელდება. სოფელ ჭაქვინჯში რკინა-ბეტონის საფარის მქონე 10 კილომეტრის სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა უახლოეს მომავალში დაიგება.

ცნობისათვის, გზა რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ჭაქვინჯის, ყულიშკარისა და ნარაზენის მოსახლეობას 30 წელია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ედიშერ თოლორაიას მადლობა გადაუხადა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.

სხვა ახალი ამბები: