ედიშერ თოლორაია სოფელ კიროვის მოსახლეობას შეხვდა

0

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია აქტიურად აგრძელებს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს. მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ კიროვის მოსახლეობას შეხვდა და
გააცნო საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,კანდიდატმა ამომწურავად უპასუხა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს.

2013 წლიდან დღემდე სოფელ კიროვში განხორციელებული პროექტები:

• ქვემო დარცელსი ხუბუებისა და იზორიების უბანში წყლის ჭაბურღილის მოწყობა
• ქვემო დარჩელში მინი საფეხბურთო სტადიონის მოწყობა
• შიდა გზების მოხრეშვა
• შიდა გზების რეაბილიტაცია
• მინი სტადიონის განათება
• ქვემო დარჩელის უბნაში ჯემალ ჭითანავას სახლთან ხიდის რეაბილიტაცია
• მოსაცდელის მოწყობა ცენტრალურ გზაზე
• კიროვის ცენტრში მინი საფეხბურთო სტადიონის გაკეთება
• კორკელიების უბანში წყლის ჭაბურღილის მოწყობა
• ერგეტის გადასახვევთან ჩაის ფილიალის წინ ჭაბურღილის მოწყობა
• შიდა გზების რეაბილიტაცია
2016 წელს განსახორციელებელი პროექტები;
• მინი სტადიონის მოწყობა
• მოსაცდელის მოწყობა ერგეტის გადასახვევთან
• შიდა გზების რეაბილიტაცია

სხვა ახალი ამბები: