ედიშერ თოლორაია სოფელ ურთისა და ორულუს მოსახლეობას შეხვდა

0

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია 8 სექტემბერს სოფელ ორულუსა სა ურთის მოსახლეობას შეხვდა. გულახდილი საუბრები მაჟორიტარობის კანდიდატსა და ადგილობრივ ამომრჩევლებს შორის ჩვეულ ტემპში წარიმართა. ედიშერ თოლორაიას სოფლის მაცხოვრებლებმა გამგებლობის პერიოდი შეახსენეს და მადლობებიც გადაუხადეს მუნიციპალიტეტის გამგებლის სტატუსით აღმოჩენილი დახმარებებისთვის.

“მთავარია რეალურად ვაკეთოთ საქმე და არ გავცეთ ფუჭი დაპირებები.მე არასოდეს მითქვამს და არც ვიტყვი ისეთს, რასაც ვერ გავაკეთებ და ვერ შეგისრულებთ.ჩემი მიზანია, გამარჯვების შემთხვავაში ვიყო ხალხის გვერდით და პარლამენტში გავიტანო ყველა მათი პრობლემა. გამარჯვების შემთხვევაში, ვიქნები მაჟორიტარი, რომელიც ხალხზე იზრუნვებს და არა პირად კეთილდღეობაზე.”