ედიშერ თოლორაიამ სოფლის გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, დარჩელისა და კოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზებზე ინტენსიურად ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განმარტებით, „ასფალტის საფარი მასიურად ბეტონის საფარით შევცვალეთ, ეს არის უფრო მდგრადი და 100 წელზე გათვლილი პროექტი.“

დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში დარჩელის ცენტრიდან ტელმანის ცენტრამდე 2300 მეტრზე გზის რეაბილიტაციამიმდინარეობს.

საავტომობილო გზა წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და გადაადგილება ავარიულ ვითარებას ქმნიდა. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2300 გრძივ მეტრს შეადგენს, სიგანე 5 მეტრს. ბეტონის საფარი, რომლითაც გზა დაიფარება 18 მილიმეტრია. პროექტის ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს.

წლების მანძილზე ამორტიზირებული და საგზაო ინფრასტრუქტურა მოშლილი იყო კოკი-ორსანტიის საავტომობილო გზაზე. გზაზე ინტენსიური მოძრაობა საფრთხეს წარმოადგენდა და ავარიულ ვითარებას უქმნიდა მოსარგებლეებს.

კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 5000 გრძივ მეტრს, სიგანე 5 მეტრს. გზის საფარის დაგების პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის ჭიშკრების ბილიკების მობეტონება, ტროტუარების მოწესრიგება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოხმარებული თანხა 800 000 ათას ლარს შეადგენს.
პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტების მიმდინარეობა ორ თვეს მოიცავს და ახალ გზებზე მგზავრები უახლოეს დღეებში გაივლიან.

სხვა ახალი ამბები: