ეკა ბესელია ბექა ბასილაიას: – შენ რომ უსამართლოდ საქმეებს თითხნიდი მე ვიცავდი ადამიანებს!

1

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბექა ბასილაიას მიმართავს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ეკა ბესელია ბექა ბასილაიას იმ პერიოდს ახსენებს, როდესაც ეს უკანასკნელი პროკურატურაში “საქმეებს თითხნიდა” ხოლო ბესელია ადამიანებს უსამართლობისგან იცავდა.

“არ გავხდიდი პასუხის ღირსად ამ უღირს , უავტორიტეტო , კომიკურ და მწამებელთა გუნდის სახეს ბასილაიას, რომ არ იყოს საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეები.

ეს ახალაიების და სხვა მოძალადეების ხელის ბიჭი ამ სურათებზე გამოსახულ საშინელ უსამართლობას და ძალადობას განასახიერებს, ეს არის ბექა ბასილაია!

კლანები და კორუმპირებულები უხვად ხართ შენ დამნაშავეთა გუნდში. რა გაგიკეთებია უკანონობის გარდა, როცა საქმიანობდი პროკურატურაში? შენ რომ მათ უსამართლოდ საქმეებს უთითხნიდი მე ვიცავდი ადამიანებს და ასობით ფოთელს მათ შორის თავისუფლება მოვუტანე.

რა გაგიკეთებია ერთი კეთილი საქმე იმის ფასი რომ ბიძინა ივანიშვილი შენი საძაგებელი გახდეს?

აღარ გავაგრძელებ , ამ ფოტოებს დახედე . შენ ერთი იმათგანი ხარ ვინც ჩვენს მოქალაქეებზე იძალადა და ფოთი გაგცემს პასუხს 8 ოქტომბერს !”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

სხვა ახალი ამბები: