ეკა ბესელიას აფეთქების ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხურჩაში დადგმული სცენარს ახსენებს

0

“ჩვენ უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

ბესელიაამ აღნიშნა, რომ დღევანდელმა ფაქტმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხურჩაში დადგმული სცენარი გაახსენა.

„კარგია, რომ ჯანმრთელად არის ბატონი თარგამაძე. რაც შეეხება ფაქტს, ეს მივანდოთ გამოძიებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური სარჩული ამ ფაქტს არ მოჰყვება, არ იქნება მცდელობა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული სცენარის შექმნა. ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა ხურჩაში დადგმული სცენარი. უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ, მოდით გამოძიებას მივანდოთ ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები“, – განაცხადა ბესელიამ.

სხვა ახალი ამბები: