ელექტრონულ მუსიკის ფესტივალი “ORNAMENT FEST” 4 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს

0

2016 წლის  4 ნოემბერს ქ.თბილისი  გაიმართება   ელექტრონულ მუსიკის ფესტივალი „ORNAMENT FEST“-ი, მისი სპეციფიკა გახლავთ განსხვავებული და წარმოადგენს თანამედროვე  მუსიკისა და ხელოვნების სინთეზს.

ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევიან  უცხოელი არტისტები : Oliver Huntermann Dusty Kid, Nthng და Markus Suckut-ი.

მთელი ღამის განმავლობაში ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ელით საოცარი საღამო,რომელიც გაფორმებული იქნება საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი შოუს ელემენტებით  და გაგრძელდება დილის 09:00 საათამდე.

პროექტის ფარგლებში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი,TSU ART და STREET ART. მსგავსი პროექტი გახლავთ ახალი, განსხვავებული, უკონკურენტო, ვინაიდან საქართველოს მუსიკალურ  ინდუსტრიაში არასდროს განხორციელებულა  ანალოგიური პროექტი.

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტებების თვითმართველობები.

ღონისძების  მხარდამჭერია  საქართველოს კულტურის პალატა.

სხვა ახალი ამბები: