ENA -ს დირექტორის მოადგილე წულუკიანის დიპლომზე კომენტარს აკეთებს

0

news_16973“საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) კურსდამთავრებული შეიძლება იყოს პროკურორი და შეიძლება ასევე, საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში მუშაობდეს, რაც ქვეყნის მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა”- ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში  ENA-ს დირექტორის მოადგილემ მაქს ბრუნერმა განაცხადა.

“ENA-ში სხვა საგნებთან ერთად, უმეტესწილად, სამართალმცოდნეობის რამდენიმე მიმართულება, სამოქალაქო, საკონსტიტუციო სამართალი და სხვა საგნები ისწავლება. ჩვენი სტუდენტები კარგად შეიარაღებულნი არიან, რომ აღასრულონ ადმინისტრაციული მოსამართლის ფუნქცია”, – დასძინა ბრუნერმა.

მაქს ბრუნერის განცხადებით, ის საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პირადად არ იცნობს, თუმცა სკოლის ძველი თანამშრომლებიდან ამავე სკოლის მოსწავლეზე ბევრი რამ გაუგია.

“ჩემი კოლეგებისგან გადმოცემით ვიცი, რომ წარმატებული და გამორჩეული სტუდენტი იყო როგორც უცხოელებს შორის ასევე, ფრანგებთან. ის იყო წარმატებული თავად ინტელექტით და ადამიანური ღირებულებებით. წულუკიანმა კვლი დატოვა როგორც 2000 წლის გამოშვებაში, ასვე, მთლიანად ENA-ში”, – განაცხადა მან.

 

სხვა ახალი ამბები: