ენერგეტიკული სასმელები ორგანიზმისთვის ერთ-ერთ ძლიერ საფრთხედ მიიჩნევა

0

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა აცხადებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ჯანსაღი კვება. მისი თქმით, არაჯანსაღი კვება ორგანიზმში ორგანოთა გარკვეულ სისტემებს აზიანებს და ამის პრევენციისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობაც. ენდოკრინოლოგის განმარტებით, თუ ორგანიზმი რომელიმე ნივთიერების დეფიციტს განიცდის, ადამიანი ჯანსაღი არ არის და ვერ შეასრულებს იმ ფიზიკურ აქტივობებს, რაც დღის განმავლობაში აუცილებელია.

ლაშა უჩავას განმარტებით, ჯანსარი კვება დღის განმავლობაში მხოლოდ რეჟიმის გაწერას არ მოიცავს, ან არ მოიცავს იმ პროდუქტების მკაცრად განსაზღვრას, რომლებსაც ვიღებთ დღის განმვლობაში. მისი თქმით, ეს ყველაფერი ერთმანეთთან შეთანხმებული უნდა იყოს. უჩავა აცხადებს, რომ ჯანსაღი კვება დღის განმავლობაში ჯანსაღი პროდუქტების მიღებას გულისხმობს, რომლებიც გადანაწილებული უნდა იყოს რაციონალურად და დაბალანსებულად.

„მყავს ნაცნობები, რომლებიც თვლიან, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. რადგან დღის განმავლობაში გადანაწილებული აქვთ კვების რეჟიმი – იკვებებიან მცირე ულუფებით, დადიან სხვადასხვა ფიტნეს-დარბაზებში. თუმცა იმისთვის, რომ ფიტნეს-დარბაზში იყოს უფრო ენერგიულად, იყენებს სხვადასხვა ტიპის ენერგეტიკულ სასმელებს. რაც რათქმაუნდა, არაჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. ვინაიდან, ენერგეტიკულ სასმელს ჩვენ ვერ გავაიგივებთ ჯანსაღი ცხოვრების წესთან.

ენერგია უნდა მივიღოთ არა ენერგეტიკული სასმელებით, რომელიც მრავლად არის დღეს ჩვენს ბაზარზე, არამედ ჯანსაღი საკვები პროდუქტებით, რომლებიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ფიზიკური აქტივობისას ჩვენი ორგანიზმი არ დაეცეს და არ დასუსტდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ რთული არის ახალგაზრდებში ამ ყველა კომპონენტის ერთმანეთთან შერწყმა. ჯანსაღი ცხოვრეის წესის ყველა კომპონენტს შესაძლოა იცავდეს ჩვენი ახალგაზრდობის მხოლოდ 10 პროცენტი, ან უფრო ნაკლებიც. ყველაზე მეტად ამას შესაძლოა ხელს უშლიდეს სოციალური მდგომარეობა. იმიტომ, რომ ყველა ვერ ახერხებს ჯანსაღი პროდუქტის შეძენას.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი რეგიონებიდან თბილისში ჩამოდის, ცხოვრობენ მარტო და უმეტესად მიმართავენ სწრაფი კვების ობიექტებს, ვიდრე სახლში მომზადებულ საკვებს. როდესაც სწრაფ კვებაზე დგება საქმე და გვაქვს დროის სიმცირე, ყოველთვის შეგვიძლია არჩევანის გაკეთება: სწრაფი კვების ობიექტებთან ხაჭაპურის თუ ბურგერების რიგში დგომას გვირჩევნია, მარკეტში შევიდეთ, ვიყიდოთ რომელიმე რძის პროდუქტი ან ხილი და ამით დავიკმაყოფილოთ შიმშილის შეგრძნება. და არა ტრანსცხიმებით გაჯერებული საკვებით, რომელიც არაჯანსაღია. რაციონალური არჩევანის გაკეთება უნდა შეგვეძლოს ასეთ მომენტებში. სწორი ინფორმაცია უნდა იყოს გავრცელებული: რას იწვევს, რა დარრვევებთან გვექნება საქმე, როცა ვირჩევთ არაჯანსაღ საკვებს და უარს ვამბობთ ჯანსაღი საკვების მიღებაზე“,- განაცხადა ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ.

ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს. ორგანიზაცია „არტინფო-საქართველოსთან“ ერთად, სხვადასვა აქტივობები იმართება, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში და მოსახლეობის სხვა ნაწილში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

სხვა ახალი ამბები: