ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტულ ზონად ქცევის ახალ ეტაპზე გადადის

0

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. ენერგეტიკის სამისნიტროსთან ერთად შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“ უახლოეს მომავალში ზონის პროექტირებაზე ტენდერს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა, რაც ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული ზონა, მიმდინარე წელს, კულტურის   სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ენერგეტიკის სამინისტროსთან შ.პ.ს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოსთან, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მოეწყობა.

სხვა ახალი ამბები: