“ენმ”-ს საჩივარი – ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

0

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის საჩივარი განმუხურის საარჩევნო უბნის ბათილად ცნობის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული საჩელი 15 ოქტომბერს განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იმავე დღეს მიიღო. სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომას მოსარჩელე მხარე, “ერთაინი ნაციონალური მოძრაობა” და მოპასუხეები – ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიისა და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა ქუთაისში რამდენიმე საათის წინ დასრულდა.

“პროცესი წარიმართა ისე, როგორც იყო მოსალოდნელი. სასამართლომ ჩვენი არცერთი მტკიცებულება არ გაიზიარა. შესაბამისად, დატოვა ძალაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კობა კვარაცხელიამ.

ცნობისათვის, 22 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის სამ, განმუხურის 38-ე, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: