ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციიდან თბილისში აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფები გაემგზავრა

0

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტივისტები თბილისში დაგეგმილ აქციაზე გაემგზავრნენ. ისინი შვილმოკლულ მამებს სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით სულ 15 მიკროავტობუსი წავიდა, თუმცა მიკროავტობუსების ნაწილი ცარიელი იყო. “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერები მხარდამჭერთა სიმცირით უკმაყოიფილოები იყვნენ, თუმცა პრესასთან ამის შესახებ კომენტარებს არ აკეთებდნენ.

დღეს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართება. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას გეგმავენ.

აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება. აქციაზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ელოდებან.