ექს გუბერნატორის ცოლისთვის ნაყიდი “რენჯ როვერი” და “ნაციონალების” მემკვიდრეობა ჯართად

0

არჩევნების შემდეგ სამეგრელოში მთავარი თემა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ტენდერი გახდა, რომლის თანახმადაც გუბერნატორის ადმინისტრაცია ძველი ხელისუფლების მიერ დატოვებულ ჯართს (13 ავტომანქანა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან “ქართულ ოცნებას”) მეორად მანქანაში გაცვლას აპირებს.

აღნიშნული სატენდერო განაცხადი პრესამ აიტაცა, სასპეკულაციოდ კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა სატელიტურმა პარტიებმა გამოიყენეს. ონლაინ გამოცემათა ნაწილმა სატენდერო განაცხადი არასწორად აღიქვა და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედი გუბერნატორი ლევან შონია 115 600 ლარიან ჯიპს ყიდულობს.

ელექტრონული ტენდერი გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2017 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 9 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დასრულდება. აღსანიშნავია ის, რომ ახალი ავტომობილის ჩანაცვლება მოხდება მეორადი სატრანსპორტო საშუალებებით. სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც საჯაროდ არის განთავსებული, თან ახლავს ჩასანაცვლებელი 13 ავტომობილის ფოტომასალაც.

„მანქანები, რომლითაც ხდება ჩანაცვლება, გამოუსადეგარია, წლებია აყენია. სწორედ ამ მანქანებით ხდება ჩანაცვლება ახლის, რომელზეც გამოცხადებულია ტენდერი. ამ ეტაპზე გვყავს ხუთი ავტომანქანა, რომელიც მწყობრშია და გამოსადეგია. ეს ავტომობილები ემსახურება გუბერნატორის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს. გუბერნატორს თავისი მანქანა არ ჰქონია. მას ემსახურებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მანქანა, რომელიც ნათხოვარი იყო. ამ მანქანას გავლილი აქვს დაახლოებით 400 ათასზე მეტი. აქედან გამომდინარე გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ ძველი მანქანების სანაცვლოდ განეახლებინა ავტოპარკი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იხარჯება, უბრალოდ ხდება ჩანაცვლება“-აცახდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრეს სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ლაგვილავა.

ვნებათაღელვა მანქანების შესყიდვა-გადაცვლის შესახებ არ ცხრება მაშინ, როცა ჯართთან გაიგივებული არსებული მანქანების ფონზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის უკვე ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია 120 ათას დოლარად შეფასებულ “რენჯ როვერის” მარკის ავტომანქანას, რომელიც გუბერნიის ბალანსზე იყო, საკუთარ მეუღლეს, მოდელ თამთა კობახიძეს ჩუქნიდა. SMO NEWS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზაზა გოროზიამ სხვა მანქანებთან ერთად საკუთარი ცოლისთვის ძვირადღირებული ავტომანქანა ერთ-ერთ ბიზნესმენს აყიდინა და შემედგ ის გუბერნიის ბალანსზე დასვა.

ინფორმირებული წყარო SMO NEWS-თან აცხადებს, რომ ყველა სახელმწიფო მანქანა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებობს, სწორედ რომ ასეთი გზით არის ნაყიდი.

“ყველა ავტომანქანა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთშია აღრიცხული, წინა ხელისუფლების პერიოდში კერძო ბიზნესმენებს აყიდინეს. ისინი პირდაპირ ავალებდნენ ამა თუ იმ ბიზნესმენს ეყიდა მათთვის მანქანა და სრული კომფორტი შეექმნათ მათთვის. რაც შეეხება ზაზა გოროზიას ბოლო მანაქანას “რენჯ როვერს” რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია და შეფასებულია კაპიტალში 120 ათას დოლარად, მან ასევე აყიდინა კერძო პირს-ბიზნესმენს. ზუსტად ორი დღე დაჰყო აღნიშნულმა მანქანამ სამეგრელოში და მესამე დღეს გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ ეს ძვირადღირებული მანქანა მეუღლეს, თამთა კობახიძეს უსახსოვრა”-ამბობს SMO NEWS-ის წყარო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ბალანსხე არსებული ავტომანქანა “რენჯ როვერი” სამეგრელოს მაშინ დაუბრუნდა, როცა სამეგრელოს გუბერნატორად ლევან შონია დაინიშნა. ზაზა გოროზიამ ახალი ხელისუფლების მოთხოვნით აღნიშნული ავტომანქანა უკან დააბრუნა. ახალმა გუბერნატორმა ლევან შონიამ კი “რენჯ როვერით” სარგებლობაზე უარი განაცხადა და გოროზიას მიერ დაბრუნებული ავტომანქანა ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა.

გამომდინარე აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უმანქანოდ დარჩა. მემკვიდრეობად გადაცემული ავტომანქანები კი გამოუსადეგარი იყო. შონიამ ავტომანქანა “პრადო” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთხოვა, რომლითაც ამ დრომდე სარგებლობს. როგორც კი გამოცხადებული ტენდერის შედეგები გახდება ცნობილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი “ნაციონალების” მიერ დატოვებული ჯართის სანაცვლოდ გუბერნიისთვის ახალ მანქანას შეიძენს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს კი საკუთარი ავტომანქანა დაუბრუნდება.

სხვა ახალი ამბები: