ექსკლუზივი: “ენმ”-ს ყოფილ წევრს მეგის ქარდავას კრიტიკისთვის ყოფილი პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა

0

მეგის ქარდავას კრიტიკისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ აქტივისტს დავიღ ღურწკაიას ყოფილი პოლიციელი და მეგის ქარდავას მეგობარი გიორგი სამუშია ფიზიკურად გაუსწორდა. დავით ღურწკაიამ ენმ დატოვა და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პარტიის დატოვებას თან დაურთო მეგის ქარდავას კრიტიკა, რამაც ყოფილი პოლიციელი გააღიზიანა. ღურწკაიას სამუშია სამსახურში მიუვარდა და სცემა.

“მეგის ქარდავას კრიტიკისთვის, ქარდავას მეგობარი სამსახურში შემომივარდა გინებით და ფიზიკურად გამისწორდა. ესენი არიან unm-ს სახეები და მომავალი?”-წერს სოციალურ ქსელში დავით ღურკაია.

ღურწკაიას smo news დაუკავშირდა რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი დღეს დილით მოხდა.

“დილით სამსახურში რომ მივედი, მოვიდა გიორგი სამუშიაც რამდენიმე წუთში და საქმის გარჩევები დამიწყო. მეუბნებოდა თუ რატომ ვწერდი ქარდავას კრიტიკას ფეისბუკში, რასაც მოჰყვა ჩემსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ ის გადმოვიდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე და ცემა დამიწყო. სამსახურში ამ დროს არავინ იყო და მისგან თავი ძლივს დავაღწიე”-აცხადებს დავით ღურწკაია smo news-თან სატელეფონო საუბარში.

ცნობისათვის, დავით ღურწკაიამ სოციალურ ქსელში საკუთარი სტატუსი 30 იანვარს გამოქვეყნა, სადაც მან საჯაროდ გააკრიტიკა ქარდავა და ენმ-დატოვა:

“პოლიტიკა…
დიდი ხანია პოლიტიკაზე არ დამიწერია არაფერი…
მაგრამ არც ისე დიდი ხნის ფიქრის მერე გადავწყვიტე დამეწერა ეს და მიმიღო გადაწყვეტილება რომლის მიღებაც ნამდვილად გამიჭირდა…
ამ პოსტის შემდეგ შეიძლება ბევრმაც მოღალატე მიწოდოს ან უარესი ის მეგობრობა გაწყვიტონ ჩემთან რომელიც გვაკავშირებს.
მე ნაციონალურ მოძრაობაში მოვედი იმ დროს როცა უკვე არჩევნები წაგებული ქონდა.
მე ნაციონალურ მოძრაობაში ვარ უკვე 5წელია,და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე.
ასევე მივიღე ძალიან ბევრი გამოცდილება…
მე არ ვიყავი პარტიაში “მნიშვნელოვანი ფიგურა” მაგრამ საქმეს ვაკეთებდი სუფთად….

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მიხეილ სააკაშვილის იდეებს მაგრამ მე არ მინდა იმ პარტიის წევრი ვიყო სადაც მეგის ქარადავას გმირად აღიქვამენ…
მე არ მინდა იმ პარტიის წევრი ვიყო სადაც ძველ შეცდომებზე ვერ ისწავლეს…
მე არ მინდა ის პარტია მართავდეს ქვეყანას რომელიც მეგის ქარდავას და მისნაირებს “აპრავებს”(ჟარგონისთვის ბოდიში)….

ვიცი ჩემი წასვლით ამ პარტიას არაფერი არ დააკლდება მაგრამ მაინც მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და იმედია მოღალატედ არ ჩამთვლიან ჩემი მეგობრები რომლებთანაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი(ჭირში თუ ლხინში)…_-წერს სოციალურ ქსელში დავით ღურწკაია.

სხვა ახალი ამბები: