ექსკლუზივი: სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსი თანამდებობას ტოვებს – ვინ იქნება შემდეგი?

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი ხურცია თანამდებობას ტოვებს. smo news-ის ინფორმაციით ხურცია ქვემო ქართლში საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგი თანამდებობაზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება სამეგრელოს საპატრულო პოლიციას, აღნიშნული თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია. smo news-ის სარწმუნო წყაროს ცნობით აღნიშნულ თანამდებობაზე აქტიურად განიხილება ირაკლი ჯიქიას კანდიდატურა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ კეთდება.

ირაკლი ჯიქია საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელიც ზუგდიდში წინა ხელისუფლების პერიოდში მუშაობდა. ირაკლი ჯიქია საპატრულო პოლიციაში, ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ბელქანიას კადრი იყო.

ცნობისათვის, ალექსანდრე ბელქანია და ირაკლი ჯიქია ამავე დროს კლასელებიც არიან. ირაკლი ჯიქიამ ზუგდიდის საპატრულო პოლიცია ალექსანდრე ბელქანიასთან ერთად 2012 წელს დატოვა.

სხვა ახალი ამბები: