ექსკლუზივი: სანდრა რულოვსს მარტვილის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივები დაუპირისპირდნენ

0

დღეს ინციდენტი მოხდა მარტვილის რაიონის სოფელ დიდ ჭყონში. აღნიშნულ სოფელში წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩასულ სანდრა რულოვსს შაოსანი ქალები დახვდნენ, რომლებმაც ყოფილ პირველ ლედის მეუღლის 9 წლიანი მმართველობა შეახსენეს. რულოვსთან ერთად ზაალ გოროზიას მხარდასაჭერად სოფელში ჩასული იყო სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზიაც. ამის შესახებ smo news-ს საკუთარმა წყარომ მარტვილიდან რამდენიმე წუთის წინ აცნობა.

“შეხვედრაზე იყო ხმაურიანი საუბრები, თუმცა სანდრა რულოვსს შაოსანი ქალებისთვის პოასუხი არ გაუცია. რამდენიმეწუთიანი ხმაურის შემდეგ სანდრა რულოვსმა აღნიშნული შეხვედრა სოფელ დიდ ჭყონში დატოვა”-აცხადებს smo news-ის წყარო მარტვილიდან.

საინფორმაციო სააგენტო smo news აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირდა. სანდრა რულოვსის შტაბის პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მაქაცარიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

“ასეთი ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. ქალბატონი სანდრა უკვე ზუგდიდშია და ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით”,

სხვა ახალი ამბები: