ექსკლუზივი: სოფელ ცაიშში, მდინარე ჯუმის სანაპიროზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სამართალდამცავებმა შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა გარდაცვლილი, ადგილობრივი მკვიდრი, 55 წლის მამაკაცია, რომელმაც სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.

“დილით ადრე, როცა პირუტყვს საძოვარზე მივერეკებოდით, შემთხვევით ვნახეთ მამაკაცის ცხედარე მდინარე ჯუმის სანაპიროზე. ჯერ ვერ გავარკვიეთ ვინ იყო და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შუახნის მამაკაცის ცხედარი ადგილობრივ ჯონი გუგუჩიას ეკუთვნოდა. პირველი რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ დავრეკეთ პოლიციის ცხელ ხაზზე და შევატყობინეთ მომხდარის შესახებ. პოლიცია ადგილზე მოვიდა ძალიან სწრაფად და ცხედარი ქუთაისში, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაასვენეს”-აცხადებენ თვითმხილელები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ადგილობრივების განცხადებით შუახნის მამაკაცი სოციალურად დაუცველი იყო, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა. ჯონი გუგუჩია ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა პერმანენტულ მკურნალობას.

სხვა ახალი ამბები: