ექსკლუზივი: წუხელ კიევში კოხტა კოდუა ყალბი პასპორტით დააკავეს

0

წუხელ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რეიდი ჩაატარა, რომლის შედეგადაც რამდენიმე პირი იქნა დაკავებული, მათ შორის არიან ქართველები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ყალბი პასპორტით იყო.

გაყალბებული პასპორტის მეპატრონე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე კოხტა კოდუა აღმოჩნდა. უკრაინიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად კოდუა თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ ის ნამდვილად არის უკრაინის მოქალაქე და იმ სახელის და გვარის მატარებელი, რომელიც პასპორტში იყო მითითებული, თუმცა საბოლოოდ მან აღიარა და გამოძიებას გაუმხილა მისი ნამდვილი ვინაობა.

ცნობისათვის, კოხტა კოდუა საქართველოს მართლმსაჯულების მიერ იძებნება სხვადასხვა დანაშაულებებისთვის. კერძოდ, ადამიანების წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

სხვა ახალი ამბები: