ექსკლუზივი: გავრცელებული ინფორმაციით უკრაინაში მეგის ქარდავა დააკავეს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა სავარაუდოდ დღეს უკრაინის საზღვართან დააკავეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo news-ს რამდენიმე წუთის წინ საკუთარმა წყარომ აცნობა. ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის სხვა პიროვნების სახელზე გაკეთებული ყალბი პასპორტით უკაინა-პოლონეთის საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.

მეგის ქარდავას უკრაინაში დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი იციან საქართველოში. ამის შესახებ კომენტარს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ქარდავას სავარაუდო დაკავების შესახებ კომენტარს არც მისი ნათესავები აკეთებენ ზუგდიდში. ქარდავას ნათესავები პრესასთან კონტაქტს ერიდებიან და აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იციან.

SMO NEWS არკვევს გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს, რომელსაც უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყიფილი უფროსის მეგის ქარდავას წინააღმდეგ, ამ დრომდე  სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული. მას ბრალი წარდგენილი აქვს: საიდუმლო სამარხებში აღმოჩენილი წამების ამსახველი კადრების, სერგო თეთრაძის, ციხის ბუნტისა და სამხედრო პოლიციაში თანხების გაფლანგვის საქმეებზე.

სხვა ახალი ამბები: