ექსკლუზივი: ვინ დაიკავებს ზუგდიდის ახალ საკრებულოში მთავარ პოსტებს?

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტიის 2017 წლის 21 ოქტომბერს ხალხის მიერ არჩეული ახალი საკრებულოს 50 წევრი 14 ნოემბერს პირველად შეიკრიბება. ამ ინფორმაციას SMO NEWS-ის წყარო კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამავე წყაროს ინფორმაციის, საკრებულო იმავე დღეს აირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს, ამ შემთხვევაში გამარჯვებული პარტიის, “ქართული ოცნების”  საარჩევნო სიის პირველ ნომერს მამუკა წოწერიას აირჩევს.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. ვაკანტურ პოსტებს სავარაუდოდ ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატები, ბესიკ ჭეჟია და თამაზ (თაზო) ფაცაცია დაიკავებენ.

ზუგდიდის საკრებულოში ყველაზე დიდ ფრაქციას, რომელიც უმრავლესობით იქნება დაკომპლექტებული, ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატი, თამუნა ჯიქია უხელმძღვანელებს. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ასევე ეყოლება მოადგილეც, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.

რეგიონის ჯანდაცვის სისტემას საკრებულოში კურირებას გაუწევს “ქართული ოცნების” დეპუტატი ოთარ (ოთო) ქადარია.

საკრებულოს აპარატს ისევ გამოცდილი იურისტი ნატა პაპასკირი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომებრს გაიმართა. მოსახლეობამ ზუგდიდის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა გოგია აირჩია. უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი მმართველი გუნდი საკრებულოში, რომელსაც ორგანოში 33 მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიული სიის 9 წევრი ეყოლება.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არჩეულ საკრებულოში ენმ-ის ერთი მაჟორიტარი და პროპორციული სიის ოთხი, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 2 წარმომადგენელი ეყოლება.

სხვა ახალი ამბები: