ექსკლუზივი: ვინ დაიკავებს ზუგდიდის მერიაში მაღალ თანამდებობებს?

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საკადრო ცვლილებებზე ხვალიდან იმსჯელებს. სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს ზუგდიდის მერი ერთპიროვნულად, საკრებულოს ჩარევის გარეშე, კანონის შესაბამისად დანიშნავს.

ზუგდიდის მერს ორი მოადგილე ეყოლება. ზუგდიდის პირველი ვიცე-მერი გია გულორდაავა გახდება, ხოლო მერის მოადგილის თანამდებობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, მაიზერ ნანავა დაიკავებს.

როგორც SMO NEWS-სთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს თენგიზ შანავა უხელმძღვანელებს. მის მოადგილედ კი იდა ქვარაია დაინიშნება.

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურს ზვიად ღურწკაია უხელმძღვანელებს, მოადგილედ კი ზუგდიდის გამგეობის, ამავე სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ნანი მიქენაია დაინიშნება.

ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს ისევ რუსლან კილასონია, ხოლო  მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურს თენგიზ ქობალია უხელმზღვანელებს.

ზუგდიდის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურს ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი კობა ჯიქია უხელმძღვანელებს. კობა ჯიქიას მოადგილედ კი მაია ჩიტაია დაინიშნება.

სოციალური საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურს ნინო სხულუხია უხელმძღვანელებს. მის მოადგილედ კი გოჩა კეკუტია დაინიშნება.

ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს ზუგდიდის მერიაში ლაშა ჯაიანი უხელმძღვანელებს. მოადგილედ კი ნუკრი ესართია დაინიშნება.

შესყიდვების სამსახურს ზუგდიდის მერიაში გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს.

ზუგდიდის მერიის სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის სამსახურს ისევ გია მანჯგალაძე უხელმძღვანელებს.

სხვა ახალი ამბები: