ექსკლუზივი: ვის განიხილავს “ქართული ოცნება” პარტიულ სიაში? – ტოპ ხუთეული ზუგდიდში

0

მმართველი გუნდი სამეგრელოში მერობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში წარადგენს. როგორც SMO NEWS-სთვის ხდება ცნობილი, წარდგენის დღედ სავარაუდოდ 15 სექტემბერი შეირჩა, თუმცა თარიღი ჯერჯერობით ისევ დაუზუსტებელია. მერობის კანდიდატების შესახებ ჩვენ ექსკლუზიურად ვიუწყებოდით.

რაც შეეხება პარტიულ სიებს, მმართველი გუნდი სიებზე ჯერ კიდევ მუშაობს. პარტიული სიის თანმიმდევრობა ამ დრომდე დაუზუსტებელია, თუმცა ახალი ამბების სააგენტო SMO NEWS-მა პარტიული სიის ტოპ ათეული მოიპოვა, რომელიც ზუგდიდში ამ წუთებამდე განიხილება.

პარტიული სიის პირველ ნომრად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოქმედი მოადგილე, მამუკა წოწერია წერია;

სიის მეორე ნომერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პიარ სამსახურის თანამშრომელი, “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი თამარ (თამუნა) ჯიქია.

მესამე ნომერია, ასევე “ქართული ოცნების” წევრი, სახალხო ბანკის ყოფილი მმართველი ბესიკ ჭეჟია.

მეოთხე ნომრად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, :ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ (ოთო) ქადარია.

მეხუთე ნომრად სავარაუდოდ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი თანამშრომელი ეკატერინე კიფაია განიხილება.

პარტიაში პარტიულ სიებზე ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

 

სხვა ახალი ამბები: