ექსკლუზივი: ზუგდიდის ახლად არჩეულო საკრებული პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს, სამშაბათს გამართავს. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო smo news-მა მოიპოვა.

პირველი საკრებულოს სხდომა სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაიმართება და მას ზუგდიდის ნომერ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი გახსნის, რომელიც ოფიციალურად სცნობს ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომებრს გაიმართა. მოსახლეობამ ზუგდიდის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა გოგია აირჩია. უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი მმართველი გუნდი საკრებულოში, რომელსაც ორგანოში 33 მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიული სიის 9 წევრი ეყოლება.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არჩეულ საკრებულოში ენმ-ის ერთი მაჟორიტარი და პროპორციული სიის ოთხი, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 2 წარმომადგენელი ეყოლება.

სხვა ახალი ამბები: