ექსკლუზივი: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყო

0
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყო. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონალური განვითარების სამინისტრო ახორციელებს. ორი წლის განმავლობაში სრულად მოხდება დადიანების სასახლისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo news-მა ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე მზად არეის. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება. პროექტის დასრულება ორი წლის ვადაში იგეგმება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოხდება მცენარეების რეაბილიტაცია, მოეწყობა ტბა, საფეხმავლო ბილიკები, მცირე ზომის ჩანჩქერები, ხიდები და განათება. პროექტის ფარგლებში, ბაღში ახალი ჯიშის მცენარეების შეტანაც იგეგმება. ასევე ადგილზე აშენდება საგამოფენო დარბაზიც.

სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ვიზიტორებისთვის ფასიანი გახდება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი დღის საათებში ბაღში შესვლა, სავარაუდოდ უფასო იქნება.

სხვა ახალი ამბები: