ექსკლუზივი: ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე “ევროპულ საქართველოსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს

0

ზუგდიდის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გურგენ (გიზო) სართანიამ შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის აღცევნებზე “ევროპული საქართველოს” ქვოტით იყაროს კენჭი. “პატრიოტთა ალიანსის” ჯერ კიდევ მოქმედ წევრთან მოლაპარაკებებს ამ დრომდე აწარმოებენ პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ლიდერები. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია SMO NEWS-მა მოიპოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში.

SMO NEWS პარლამენტარ თენგიზ გუნავას ესაუბრა, რომელმაც არც უარყო და არც დაადასტურა გურგენ (გიზო) საართანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებები. გუნავამ აღნიშნა, რომ პირადად არაფერი იცის ამიის შესახებ და არც მოლაპარაკებებშია ჩართული, თუმცა გამორიცხულიც არაფერია.

“ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ ნებისმიერ ადამიანთან და პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია. კონკრეტულად გურგენ სართანიასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით კონკრეტულს. მე არაფერი ვიცი”-განაცხადა თენგიზ გუნავამ, რომელიც სამეგრელოში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერია.

“ევროპული საქართველოს” კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა ლელა ქებურიამ თავი შეიკავა კონკრეტული ფაქტების დადასტურებისგან. მან ზოგადად აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ბუნებრივია, რომ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ წარმომადგენლებთან. რაც შეეხება გურგენ (გიზო) სართანიას, მასზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ერთს დავძენ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა არის ევროპული და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იქნება ჩვენი პარტიის წევრი”-აცხადებს ლელა ქებურია.

ცნობისათვის, ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ (გიზო) სართანია 2012 წლამდე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო. თანამდებობაზე მოსვლიის შემდეგ სართანიამ “ქართული ოცნების” რიგებში გადაინაცვლა. მოგვიანებით, 2016 წლის არჩევნებამდე გურგენ (გიზო) სართანიამ “ქართული ოცნება” დატოვა და “პატრიოტთა ალიანსში” გაერთიანდა. 2016 წლის გაგებლის შუალედურ არჩევნებზე სართანიამ სწორედ “პატრიოტთა ალიანსის” ქვოტით იყარა კენჭი.

SMO NEWS-ის ინფორმაციით, გიზო სართანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე არაფერი იციან “ევროპული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში. თავად სართანია თანახმაა არჩევნებზე კენჭი ყოფილი ნაციონალების სახელით იყაროს, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუ რამდენად დათანხმდება ცენტრალური ოფისი სართანიას კანდიდატურას.

სხვა ახალი ამბები: