ექსკლუზივი: ზუგდიდის პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია მოქმედი რეინჯერი

0

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. SMO NEWS-მა ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა. დაყაჩაღების ფაქტზე ეჭვმიტანილი ზუგდიდელი გ. კ დააკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებული გ. კ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელია. იგი ამ დრომდე რეინჯერად მუშაობდა.

შსს-ს ცნობით, ზუგდიდში დაყაჩაღების ფაქტზე საქმე 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ ერთმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია, დაახლოებით, 5 ათასი ლარი.

სხვა ახალი ამბები: