ექსკლუზივი: ზუგდიდში “ნაციონალების” ლიდერი ანა წითლიძე სცემეს

0

წუხელ ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ანა წითლიძე სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცის SMO NEWS-ს ექსკლუზიურმა წყარომ მიაწოდა. დაპირისპირება თავდაპირველად სოციალურ ქსელში დაიწყო. ანა წითლიძეს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა კომენტარით, რომელიც თავად წითლიძემ შეურაცხყოფად აღიქვა და მას საკუთარ სავაჭრო ცენტრში მიუვარდა. თვითმხილველები SMO NEWS-თან ყვებიან, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიასთან აყალმაყალი საღამოჟამს გაისმა. მოგვიანებით კი სიტყვიეერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

“ხმაური  მოგვესმა მაღაზიის სიახლოვეს. გავიხედეთ და ეს აღმოჩნდა ანა წითლიძე, რომელიც სახეზე უცებ ვიცანით. მოგვიანებით კი წითლიძესა და უცნობ ახალგაზრდა მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მამაკაცი წითლიძეს თმებში წვდა და თან აფურთხებდა. “-აცხადებს SMO NEWS-ის წყარო.

SMO NEWS-მა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა. მხარეები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს არცერთ მხარეს.

სხვა ახალი ამბები: