ეროვნული ბანკი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

0

ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.

ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები – მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: “26 მაისი”, “1918”, “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა” და “10 ₾”.

რევერსი: აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “10 ლარი”, “2018” და “GEORGIA”.