“ერთი დღით გაცოცხლებული დადიანებისეული ცხოვრება” – ღონისძიება ხაბუმეში

0

დღეს სოფელ ხაბუმეს საჯარო სკოლაში პროექტ – ,,ქალთა გაძლიერების“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება – ,, ერთი დღით გაცოცხლებული დადიანებისეული ცხოვრება“ გაიმართა.

სკოლის ეზოში დადიანების ცხოვრების ამსახველი ექსპონატები გამოიფინა. გაიმართა, ასევე, კოსტიუმირებული წარმოდგენა, მოეწყო მუსიკალური პერფორმანსები და თეატრალიზებული შოუ.

აღნიშნული ღონისძიება ხაბუმეს ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიები. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლაში განთავსებული მუზეუმი.

ღონისძიებას წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ და სხვადასხვა ღონისძიებაში თავადაც მიიღეს მონაწილეობა.