“ერთი თბილი ოთახი” – ზუგდიდის გამგეობა ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, მოადგილეებთან , საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად , ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გამგებლის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს და პროგრამებში შესული სიახლეებიც წარუდგინეს.

მიმდინარე წელს გამგეობა ახალ პროგრამას ,,ერთი თბილი ოთახი“ იწყებს, რაც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს. გრძელდება სოციალური სახლების მშენებლობის პროექტიც და მიმდინარე წელს გამგეობა 30-მდე სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს.

სიახლეა ჯანდაცვის პროგრამაშიც, 2017 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილ იქნა ცვლილება, რის თანახმადაც დაფინანსდებიან ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის, სხივურითერაპიისა და ჰორმონოთერაპიის საჭიროების მქონე მოქალაქეები. ასევე ნეიოსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება მე-3, მე-4 ხარისხის (H 90.5) მქონე 0-18წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) სარეაბილიტაციო მკურნალობა და გამოკვლევები 500ლარი.

ახალი დებულებით შესაძლებელია მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული მოქალაქეებისთვის (ქალები 60წ, მამაკაცები 65წ) უმწეო (სარეიტინგო ქულა-65 000-მდე) პენსიონერებისთვის -მაქსმიმალური ლიმიტი 200.00ლარი.
გამგებელმა ლაშა გოგიამ გამგებლის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კავშირისკენ მოუწოდა.

“არის შემთხვევები, როცა სოფლებში მოსახლეობამ არ იცის იმ პროგრამების შესახებ, რასაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ საკეთილდღეოდ ახორციელებს, ამიტომაც მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კავშირი და მათი ინფორმირებულობაა საჭირო, ეს კი თქვენი უპირველესი მოვალეობაა და მოგიწოდებთ ეს მოვალეობა პირნათლად განახორციელოთ”, -აღნიშნა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: