“ერთი თბილი ოთახი”- ზუგდიდის გამგეობამ პროექტზე ანკეტირების პროცესი დაასრულა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, სოციალური სახლების მშენებლობაზე და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაზე შემოსული განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების პროცესი დაასრულა. კომისიამ განსახილველად 175 განცხადება მიიღო, აქედან 102 სახლების მშენებლობას, 73 -კი,, ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩასმას შეეხებოდა.

შემდეგი ეტაპი, ანკეტირების შედეგების შეჯამებასა და პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენას დაეთმობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამა, 2015 წელს დაიწყო და ამ დრომდე მუნიციპალიტეტში სულ 41 ასეთი სახლი აშენდა.

სხვა ახალი ამბები: