“ერთი თბილი ოთახის” პროგრამაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10 ოჯახი ჩაერთვება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში 10 ოჯახი ჩაერთვება.

კომისიამ პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებისა და ვიზუალური(ფოტო) მასალის განხილვის შედეგად გამოავლინა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, შეიქმნება სპეციალისტთა ჯგუფები, რომლებიც პროგრამაში ჩართულ ოჯახებს ესტუმრებიან და კეთილმოსაწყობ ოთახებს შეისწავლიან. წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,,ერთი თბილი ოთახის“პროგრამაში ჩართვის მსურველთა 73 განცხადება მიიღო.

კომისიის წევრებმა ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმეს და ოჯახების ანკეტირება მოახდინეს. ,,ერთი თბილი ოთახი“ გამგეობის ახალი პროექტია, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: