“ერთი თბილი ოთახის” პროგრამაზე ზუგდიდში პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა დაიწყო

0

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ ანკეტირების შედეგების შეჯამება და ,,ერთი თბილი ოთახის “ პროგრამაში ჩასართავად პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენაზე მსჯელობა დაიწყო.

კომისია სხდომაზე დღეს შეიკრიბა და ვიზუალური(ფოტო) მასალა განიხილა. წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,,ერთი თბილი ოთახის“პროგრამაში ჩართვის მსურველთა 73 განცხადება მიიღო.

კომისიის წევრებმა ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმეს და ოჯახების ანკეტირება მოახდინეს. ,,ერთი თბილი ოთახი“ გამგეობის ახალი პროექტია, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: