“ეს არის პროვოკაციული კითხვა”- გაღიზიანებული ბექა ბასილაია და “მოშარდვის” პრობლემა ნაციონალებში

0

ფოთში დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ჯერ კიდევ სენაკში რჩებიან. “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მათ არ მისცემს “მოშარდვის” საშუალებას. ამის მიზეზად პოლიციისადმი უნდობლობას ასახელებს.

რაც შეეხება 22 აგვისტოს ფოთში დაკავებულ “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ მხარდამჭერს, ალექსანდრე როგავას, მას დაუდგინდა, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციით თავმჯდომარემ ვახტანგ დარჩმელიძემ დაადასტურა, რომ როგავა ამავე პ[არტიის მხარდამჭერია, თუმცა როგავაზე ის ბუნდოვნად საუბრობს. რაც შეეხება პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბექა ბასილაიას, მან განაცხადა, რომ როგავას “ნაციონალურ მოძრაობასთან” არაფერი აკავშირებს.

თავად დაკავებულმა ალექსანდრე როგავამ მედიასთან საუბარში იცრუა და განაცხადა, რომ მისთვის არაფერი არ აღმოუჩენიათ და გაათავისუფლეს. როგავას პრესასთან არ განუცხადებია, რომ მას სენაკის რაიონული სასამართლოდ მოსამართლემ, დარეჯან კვარაცხელიამ ჯარიმის სახით 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ალექსანდრე როგავამ ასევე აღიარა მარიხუანას მოხმარების ფაქტი, რომელიც ოქმშია შეტანილი.

smo news-ის მიერ დასმულ კითხვას ალექსანდრე როგავაზე, ბექა ბასილაიამ პროვოკაციული უწოდა და გაბრაზება ვერ დამალა. მოგვიანებით კი შეცდომის გამოსწორება ვახტანგ დარცმელიძემ სცადა. smo news-ს ვიდეოჩანაწერის გადახვევა მოსთხოვა.

“იმედი მაქვს, რომ თქვენს სასარგებლოდ არ ამოჭრით ფრაზებს”-განაცხადა დარცმელიძემ და იქვე დაიწყო იმის მტკიცება, რომ მმას ინტერვიუში ალექსანდრე როგავა არ უხსენებია, როგორც პარტიის მხარდამჭერი.

საინფორმაციო სააგენტო smo news გთავაზობთ ვიდეოჩანაწერებს სადაც ნათლად ჩანს ბექა ბასილაიას და ვახრტანგ დარცმელიძის ურთიერთგამომრიცხავი აზრები.

შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ქალაქ ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ალექსანდრე როგავა დააკავეს, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურში შემოწმების მიზნით სენაკში. მას დაუდგინდა მარიხუანას მოხმარების ფაქტი და 500 ლარით დაჯარიმდა. დღეს კი ქალაქ ფოთის პოლიციის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ,,ენმ”-ს ქალაქ ფოთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები მიხეილ ლუკავა და ალეკო ადამია დააკავეს. დაკავებულები ამ დრომდე სენაკში იმყოფებიან.

სხვა ახალი ამბები: