“ეს საერთოდ მე არ მეხება” – სანდრა რულოვსი “უხერხულ კითხვებს” გაურბის (ვიდეო)

0

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ ინსფრასტრუქტურული პროექტები ანაკლიაში გაჩერებულია.

“აქ წესით სიცოცხლე უნდა დუღდეს, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია”, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

ტელეკომპანია GDS-ის კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მისი ავიაბილეთების, საზღვარგარეთ სასტუმროსა და კვების ხარჯები, ასევე ყოფილი პრეზიდენტის შვილების სწავლის თანხები და სხვა ხარჯები ფინანსდებოდა, სანდრა რულოვსი მხოლოდ ერთი წინადადებით პასუხობს: “ეს საერთოდ მე არ მეხება”.

სანდრა რულოვსმა ამის შემდეგ  ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.

სხვა ახალი ამბები: