ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალზე “მხიარული ნოტები” საპრიზო ადგილების გამარჯვებული გახდა

0

ესპანეთის ქ. ლორეტ და მარში, ყოველწლიური საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი-კონკურსზე ,,მზე და ზღვა” საქართველოდან სიმღერის სტუდია ,,მხიარული ნოტები” წარსდგა.  ქართველმა მომღერლებმა, ჟიურის მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს  და საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

მონაწილეები  1, 2 და 3 ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სტუდია ,,მხიარული ნოტები’’-ს ხელმძღვანელები  მომღერალი ირმა სოხაძე  და ნათია ქებაძე არიან.

ფესტივალი ესპანური კომპანია ,, ფიესტალონია მილენიო’’-ს ორგანიზებით ჩატარდა, სადაც მსოფლიოს 25 ქვეყანის წარმომადგენელი – სოლო , ტრიო და გუნდური სიმღერით წარსდგნენ.  ფესტივალში  150 მომღერალ მონაწილეობდა, აქედან სულ 4 პირველი ხარისხის დიპლომი გაიცა, რომელთა შორის ორის მფლობელი ქართველი მონაწილეები გახდნენ.

კონკურსის ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ქალაქის სამ საუკეთესო ადგილას მიმდინარეობდა და გალა კონცერტით, ცენტრალურ მოედანზე დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: