”ეტალონის” ავტორი დარჩელის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა

0

”ეტალონის” ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროს მაია ჩიტაიასთან, ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორ კახა ფარცვანიასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დარჩელის N1 სკოლას ესტუმრა და 2016-2017 სასწავლო წლის ”ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს” დავით ყალიჩავას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

დავით ყალიჩავას სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი, დარჩელის სკოლას კი ”ეტალონის” ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა. დარჩელის N1 საჯარო სკოლას დავითის გარდა, კიდევ ერთი ეტალონელი მოსწავლე თამთა ანთია ყავს.

დარჩელის საჯარო სკოლის დირექტორმა გოჩა ტყეშელაშვილს საჩუქრად გრიგოლ ჭედიას წიგნი “დარჩელის საუკუნოვანი სკოლა 120″ გადასცა. დღესვე, ”ეტალონის” ავტორი ზუგდიდის საკრებულოში დეპუტატებს შეხვდა და Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

Izrune.ge მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტია, რომელიც საპილოტე რეჟიმშია ჩართული და უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს. საკრებულოს წარმომადგენლებმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სხვა ახალი ამბები: