ევროპის ქალაქების მერების შეთანხმების ფარგლებში ფოთში შეხვედრა გაიმართა

0

„ევროპის ქალაქების მერების შეთანხმების ფარგლებში ფოთში ეროვნული ექსპერტი გიორგი აბულაშვილი და საქართველოში „მერების შეთანხმების“ ოფიციალური მხარდამჭერი ორგანიზაციის – ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენელი ელენე გვილავა იმყოფებოდნენ. ისინი ქალაქ ფოთის მერს გოჩა კურდღელიას და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდნენ.

საუბარი უსაფრთხო და მდგრადი ენერგორესურსების ხელმიოსაწვდომობის ამაღლებას, მოქალაქეებისათვის კლიმატური ცვლილებებისადმი მდგრადობის მაღალი ხარისხის შეთავაზებას, CO2 ის და სხვა სითბური გაზების გაფრქვევის შემცირებას შეეხო.

მერების შეთანხმება ევროკავშირის ფართო მასშტაბიანი ინიციატივაა, რომელიც ევროკომისიამ 2008 წელს დაიწყო და მისი მიზანი მერების ჩართვა და მხარდაჭერაა ევროკავშირის ენერგეტიკული და კლიმატის დაცვის მიზნების მისაღწევად.