“ევროპული საქართველოს” დამფუძნებელ ყრილობაზე დასასწრებად ზუგდიდიდანაც გაემგზავრნენ (ვიდეო)

0

დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში “ევროპული საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს, ასევე პოლირსაბჭოს წევრებს აირჩევენ. ყრილობაზე დასასწრებად გაემგზავრნენ სამეგრელოდან, მათ შორის ზუგდიდიდანაც.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტარმა ლაშა დამენიამ SMO NEWS-ს განუცხადა, ზუგდიდიდან ყრილობაზე დასასწრებად 800-მდე ადამიანი გაემგზავრა, სამეგრელოდან კი 1800-მდე.

“ჩვენ თანდათანობით შემოგვიერთდებიან სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიც, სენაკი, ხობი, ჩხოროწყუ. ეს იქნება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც აირჩევს პარტიის თავმჯდომარეს, და პოლიტსაბჭოს. პარტია ასევე გააკეთებს განაცხადს თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებითაც”-განაცხადა ლაშა დამენიამ.

სხვა ახალი ამბები: