“ევროპული საქართველოს” ლიდერი ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

0

დავით ბაქრაძე ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა. “ევროპული საქართველოს” ლიდერი ადგილობრივებს ძირითადად პლებისციტის თემაზე ესაუბრა. შეკრებილების თქმით, პრეზიდენტი მათ მიერ უნდა იყოს არჩეული.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, დავით ბაქრაძე ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზარშიც იმყოფებოდა.

„არსებობს ერთადერთი მექანიზმი, რომ გავიგოთ ხალხის აზრი, ეს არის პლებისციტი, ეს არის ხალხის გამოკითხვა და აზრის დაფიქსირება. სწორედ ამიტომ, “ევროპული საქართველოს” მთავარი ინიციატივა გახლავთ, რომ იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები ვერ თანხმდებიან საკონსტიტუციო მოდელზე, ვკითხოთ აზრი ქართველ ხალხს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სხვა ახალი ამბები: