“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოში ოთხი ზუგდიდელი აირჩიეს

0

პარტია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე გიგი უგულავა აირჩიეს, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად – ელენე ხოშტარია წარადგინეს.

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრებად ზუგდიდელი პარლამენტარები ლელა ქებურია, თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია იქნენ არჩეული. პოლიტსაბჭოს წევრებს შორისაა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბათლომე შელიაც. ამის შესახებ SMO NEWS-ს პარლამენტის წევრმა ლელა ქებურიამ განუცხადა.

“პოლიტსაბჭოში სამი ზუგდიდელი პარლამენტის წევრი აგვირჩიეს, მე, ბატონი თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია. პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არის ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან” ბათლომე შელია”-განაცხადა ლელა ქებურიამ და იქვე აღნიშნა, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ქალაქ ზუგდიდში უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში დღეს “ევროპული საქართველოს” ყრილობა გაიმართა. დაახლოებით 450-მდე ხმის უფლების მქონე დელეგატმა აირჩია პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები.

სპორტის სასახლეში “ევროპული საქართველოს” ყრილობას თბილისიდან და რეგიონებიდან 10 000-მდე მხარდამჭერი დაესწრო.

სხვა ახალი ამბები: